,,ღმერთობანას“ თამაში: ბრიტანელ ბავშვებს შესაძლოა, სქესის შეცვლის უფლება მისცენ

დიდ ბრიტანეთში შესაძლოა, ბავშვებს სქესის შეცვლის უფლება მისცენ, თუმცა არასრულწლოვანი პაციენტებისთვის მოსამზადებელი პერიოდის გავლა სავალდებულო იქნება. ფონდი, რომელიც ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემაზე მუშაობს, 9 წლის ბავშვებისთვის სქესობრივი მომწიფების შესააფერხებელი პრეპარატის გამოწერას მიზანშეწონილად მიიჩნევს, – ამის შესახებ ბრიტანული პრესა იუწყება. დანიშნულების მიღებას შეძლებენ ბავშვები, რომელთაც საწინააღმდეგო სქესის ქონის სურვილი ექნებათ.
ბრიტანეთში ბავშვებმა უკვე მიიღეს სქესობრივი ჰორმონების დასაბლოკი ჰორმონები. ექსპერიმენტი ლონდონის ჩრდილოეთით, ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარდა. ექსპერიმენტში მონაწილეთა სახელები, რასაკვირველია, არ სახელდება, მაგრამ ცნობილია, რომ ინექცია იმ ბავშვებს შეუყვანეს, რომელთაც უჭირდათ გარჩევა, გოგონები იყვნენ თუ ბიჭები. მათ ყოველთვიურად გიპოტამუსის ბლოკატორების ინექციას უკეთებდნენ, რის შედეგადაც შენელდა სასქესო ორგანოების ფორმირება: ბიჭებს აღარ დაუბოხდათ ხმა, გოგონებს კი სარძევე ჯირკვლების განვითარება შეუჩერდათ.
ექსპერიმენტი წარმატებულად ჩაითვალა და ახლა მისი გაფართოება სურთ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ განიხილება ვარიანტი, რომ ამ კორექციის გადახდა ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის ხარჯზე მოხდება, ანუ პროცედურა პაციენტის თანხებით კერძო კლინიკაში კი არა, არამედ მხოლოდ სახელმწიფოს კლინიკაში განხორციელდება.
პროცედურის ჩატარება ბავშვებზე მხოლოდ 9 წლიდან იქნება შესაძლებელი. ამ ინიციატივამ, რასაკვირველია, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. კლინიკა, რომელმაც ექსპერიენტი ჩაატარა, დაადანაშაულეს, რომ მან ღმერთის ფუნქცია შეითავსა. კლინიკის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ეს პერაცია არ არის, ეს შექცევადი პროცესია და თუკი ინექციის გაკეთება შეწყდება, ყველაფერი კვლავ თავის ნორმაში ჩადგება.
გარდა ამისა, ბავშვები ამ გადაწყვეტილებას დიდი ხნის ფიქრის შემდეგ იღებენ და მშობლებთან ათანხმებენ. თუმცა ამ ექსპერიმენტის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ამით ექიმები ბოთლიდან ჯინის გამოშვებას ცდილობენ. ისინი ამბობენ, რომ არ შეიძლება ადამიანის ბუნებაში ჩარევა და რომ ამ ექსპერიმენტის საბოლოო შედეგი ჯერჯერობით უცნობია. გარდა ამისა, ბრიტანელები იმასაც ფიქრობენ, რომ ბავშვებს ამ ასაკში გადაწყვეტილების მიღება, გოგონები იყვნენ თუ ბიჭები – ჯერ არ შეუძლიათ. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ექსპერიმენტი იყო. ბრიტანეთის საზოგადოებაში ამ საკითხზე მხოლოდ მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები