კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრ დზინტარს რასნაჩს შეხვდა.
შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლატვიის მთავრობას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. კახა კახიშვილის თქმით, ისტორიულ წარსულთან ერთად, ორ ქვეყანას საერთო მისწრაფებები და ღირებულებები აკავშირებთ.
კახა კახიშვილმა და დზინტარს რასნაჩმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები