შალვა პაპუაშვილი: 20 ივნისს პარლამენტზე იყო ძალადობრივი შტურმი, რაც დღემდე არ დაუგმიათ ევროპელებს

„არსებობს კითხვები – რამდენად სწორად იყო დაგეგმილი და განხორციელებული შს მინისტრის, თუ შესაბამისი პირების მხრიდან 20 ივნისს პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის აღკვეთის საპოლიციო ღონისძიება,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურა ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

„სტრასბურგის სასამართლომ თქვა ორი რამე: პირველი – 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტზე იყო ძალადობრივი შტურმი. ამ შტურის მონაწილეები იყვნენ ნიკა მელია, ნაცები. არცერთი ეს ძალადობა დღემდე არ დაუგმიათ ევროპელებს და პირიქით გულში იხუტებენ ამ მოძალადეებს. ასე რომ, ეს ბოდიში ჯერ კიდევ ვალათ აქვს ევროკავშირს ქართველი ხალხის მიმართ.

მეორე – რაც შეეხება უკვე ამ ძალადობრივი შტურმის აღკვეთის საპოლიციო ღონისძიებას, აქ არსებობს კითხვები – რამდენად სწორად იყო დაგეგმილი და განხორციელებული შს მინისტრის, თუ შესაბამისი პირების მხრიდან ეს ღონისძიება, შესაბამისად, ამ ყველა კითხვას პასუხს გასცემს პროკურატურა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები