საბაჟო გამშვებ პუნქტებზე აკრძალული მედიკამენტები აღმოაჩინეს

 საბაჟო გამშვები პუნქტის ,,წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე ზ. ე.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად 120 აბი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი, მედიკამენტი აღმოაჩნდა. საქართველოს მოქალაქე 17 მაისს აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირებისათვის მარნეულის რაიონული სამმართველოს ალგეთის პოლიციის განყოფილებას გადაეცა.
იმავე დღეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 7 კაფსულა ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალება ЛИРИКА 150 მგ. აღმოუჩინეს საბაჟო გამშვები პუნქტის „სადახლო საავტომობილოს“ ტერიტორიაზე სომხეთის მოქალაქე ი. მ.-ს. ეს საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს მარნეულის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.
ასევე აკრძალული პრეპარატი TRANKO BUSKAS (შემცველობა MEDAZEPAM) – 17 აბი აღმოუჩინეს 18 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს“ მებაჟე ოფიცრებმა ბარგის დათვალიერებისას თურქეთის მოქალაქე ჰ.ი.-ს.საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საპატრულო პოლიციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები