გია გუგუშვილი თეიმურაზ მეფის პორტრეტის დაბრუნებაზე: ეს პირდაპირ ნიშნავს კულტურის მიმართ ყურადღებას
ეს არის მოვლენა,რომელიც იმსახურებს მართლაც ყურადღებას, რამეთუ ეს პირდაპირ ნიშნავს კულტურის მიმართ ყურადღებას,- ასე აფასებს მხატვარი გია გუგუშვილი საქართველოში თეიმურაზ მეფის პორტრეტის დაბრუნებას.
ხელოვანის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი მაგალითია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის.
ეს არის მოვლენა,რო მელიც იმსახურებს მართლაც ყურადღებას, რამეთუ ეს პირდაპირ ნიშნავს კულტურის მიმართ ყურადღებას, მეორეც ძალიან კარგი ფაქტია და თუნდაც ის, რომ ქვეყანა ზრუნავს მისი უნიკალური ნამუშევრის დაბრუნებაზე ,შენახვაზე დაბინავებაზე, თან ამ რანგის ნამუშევრის, ეს არის მაგალით არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის, მე პირადად აღფრთოვანებული ვარ არა მარტო ნამუშევრის ხარისხით, არამედ ფაქტით,-განაცხადა გია გუგუშვილმა.
სამშობლოს თეიმურაზ მეფის პორტრეტი ბიძინა ივანიშვილის დახმარებით დაუბრუნდა.