ნიკოლოზ ჩხეტიანი: თეიმურაზ მეორის ორიგინალი პორტრეტი ძალიან დიდი შენაძენია ქართული კულტურისა და ხელოვნებისთვის

ფონდმა „ქართუმ“ ძალზედ მყისიერად იმოქმედა, მხარში დაუდგა მუზეუმს, მოხდა აღნიშნული ნახატის შეძენა, რომელიც არის ქართველი მეფის, თეიმურაზ მეორის ორიგინალი პორტრეტი, დახატული მისი ცხოვრების პერიოდში , როდესაც ის გახლდათ ჩასული რუსეთში”,- ამის შესახებ ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.
,,საზოგადოებას მოეხსენება, რაოდენ სათუთი დამოკიდებულება აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ქართული კულტურის გადარჩენისა და მასზე ზრუნვის საკითხებისადმი. ამიტომ, როდესაც ჩვენ დაგვიკავშირდა გიორგი კალანდია და მოგვახსენა აღნიშნული თემის შესახებ, ფონდმა „ქართუმ“ ძალზე მყისიერად იმოქმედა, მხარში დაუდგა მუზეუმს, მოხდა აღნიშნული ნახატის შეძენა, რომელიც არის ქართველი მეფის, თეიმურაზ მეორის ორიგინალი პორტრეტი, დახატული მისი ცხოვრების პერიოდში, როდესაც ის გახლდათ ჩასული რუსეთში”,- განაცხადა ჩხეტიანმა.
მისივე თქმით, ეს ძალიან დიდი შენაძენია ქართული კულტურისა და ხელოვნებისთვის.
,,დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება შესაბამისად შეაფასებს ამ ტილოს. ნახატი იყიდებოდა საკმაოდ ძვირ ფასში 168 ათასი იყო გალერეის ფასი, თუმცა შემდგომში მოლაპარაკების შედეგად, ფასი საკმაოდ დაიწია და 38 ათასად მოხდა ამ ნახატის ყიდვა,რაც ძალიან ნიშანდობლივია, იმის გათვალისწინებით,რომ ის მხატვარი, რომელიც არის ამ ნახატის ავტორი, ძალზე ცნობილია,არის პირველი რუსი მხატვარი,რომელიც ამ სტილში მუშაობდა. დარწმუნებული ვარ ჩვენი საზოგადოება, ვინც ამ ნახატს იხილავს, კმაყოფილი დარჩება”,- განაცხადა ჩხეტიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები