დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის წარმომადგენლებმა რკინიგზის შენობა დაიკავეს

დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის წარმომადგენლებმა რკინიგზის დეპარტამენტის შენობა დაიკავეს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, შენობის ყველა ოთახს შეიარაღებულ პირები აკონტროლებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ წუთებში რკინიგზის სამსახურის უფროსებსა და შეიარაღებულ პირებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ქალაქ სლავიანსკში ტერორისტების მიერ უკრაინელი ძალოვანებისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
ჯგუფ “საინფორმაციო წინააღმდეგობის” ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, ტერორისტებმა უკრაინელ ძალოვანებს ნაღმმტყორცნიდან გაუხსნეს ცეცხლი, რომლებიც კარაჩუნის მთაზე მდებარე ტელეანძასთან პატრულირებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები