მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი ლაშა ტალახაძეს მხარდაჭერას უცხადებს
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ქართველ ძალოსანს, ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, მიუღებელია პოლიტიკური ნიშნით ქართველების გახლეჩა.
„მოგესალმებით მეგობრებო, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ქართველების გახლეჩა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით.
ჩვენ ყველანი ერთნი ვართ!
ლაშა ტალახაძე უკეთილშობილესი, უვაჟკაცესი და მისაბაძი ქართველია. არ შეიძლება, მას ვინმემ რამე აკადროს, რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერის გამო!
#ჩემიმხარდაჭერაჩემპიონს
ლაშა, შენისთანა ქართველები გვიმრავლოს“, – წერს მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი.
ცნობისათვის, ლაშა ტალახაძე საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ვიდეორგოლში გამოჩნდა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
