პრეზიდენტი: წინასაარჩევნო კამპანიაც უმნიშვნელოვანესია, ვიმედოვნებ, ყველაფერი სამართლიანობის დაცვით წარიმართება
„წინასაარჩევნო კამპანიაც უმნიშვნელოვანესია, ხალხი ემოციურადაა ჩართული ამ პროცესში და ვიმედოვნებ, ყველაფერი პროცედურისა და სამართლიანობის დაცვის პრინციპით წარიმართება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქართველებს აერთიანებთ რაღაც და ეს რაღაც უნდა იყოს ერთგულება, თავდადება ქვეყნის მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
„წინასაარჩევნო კამპანიაც უმნიშვნელოვანესია, ხალხი ემოციურადაა ჩართული ამ პროცესში და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი პროცედურისა და სამართლიანობის დაცვის პრინციპით წარიმართება. განხილვების მიღმა, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მე მაღელვებს, შეეხება იმ ზიანს, რომელიც ამ პროცესმა შეიძლება მოუტანოს ერს. ეს, გარკვეულწილად, თანმდევი ზიანი, რომელიც შეიძლება მივაყენოთ ჩვენს ერსა და სახელმწიფოს არა იმიტომ, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგნებულად გვსურს, არამედ ძალიან ცხელი საარჩევნო კამპანიის შედეგად. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის კანდიდატი, არის რაღაც, რაც აერთიანებს ქართველებს, როგორც ერს და ეს რაღაც, მჯერა, უნდა იყოს ერთგულება და თავდადება ჩვენი მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.