ლაშა ნაცვლიშვილი: რატომ ჩათვალა დასავლურმა მედიამ პუტინის და ტრამპის სატელეფონო საუბარი პუტინის ცალსახა გამარჯვებად და რატომ არ დათანხმდა ტრამპი ევროპელ ლიდერებს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე? – პასუხი, ჩემი აზრით, ზედაპირზე დევს

სამართალმცოდნე ლაშა ნაცვლიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

,,რატომ ჩათვალა დასავლურმა მედიამ პუტინის და ტრამპის სატელეფონო საუბარი პუტინის ცალსახა გამარჯვებად და რატომ არ დათანხმდა ტრამპი ევროპელ ლიდერებს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე?

პასუხი, ჩემი აზრით, ზედაპირზე დევს.

მიზეზი – ზელენსკის და მისი მხარდამჭერი ოთხეულის, მაკრონ – მერც – სტარმერ – ფონ დერ ლაიენის უკიდურესად ძიშოვ, “ნაცურ” ბუნებაშია.

ამ ხუთეულს სურდა ომის გაგრძელება, ოღონდ პუტინის ბრალეულობით და ტრამპის ხარჯზე, ანუ ტრამპის მიდენა დამატებითი სანქციებისკენ (“პუტინი პატივს არ გცემს, დონალდ, ამხელა ფილარმონია კაცს”), რასაც სამშვიდობო პროცესის საბოლოო ჩაშლა უნდა გამოეწვია, რადგან რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების კვალდაკვალ, გაბრაზებულ ტრამპს უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა უნდა განეგრძო.

სწორედ ეს იყო ხუთეულის ამოცანა – რუსეთთან ომის გაგრძელება ამერიკის ხარჯზე, რაც ზელენსკის და ევროპის მმართველი პოლიტიკური კლასის ძალაუფლებაში დარჩენის ერთადერთი საშუალებაა.

სწორედ ამას ემსახურებოდა მათი იაფფასიანი, მოკლევადიან მედიაეფექტზე და გარანტირებულ უარზე გათვლილი ვირაჟები – ცალკე ზელენსკის (“სტამბოლში ვარ და გელოდები, ძმაო”) და ცალკე იმ ოთხეულის ულტიმატუმები (“ან უპირობო წყვეტ ცეცხლს ან ახალ სანქციებს დაგარჭობთ”).

სწორედ ესაა, რასაც მე “ნაცობას” ვეძახი და მიმაჩნია, რომ “ნაცობას” ეროვნება არ აქვს, ის მენტალური ამბავია.

გამოცდილი ტრამპი იოლად მიხვდა, რომ ეს იყო “პადსტავა” და თავი არ გამოაყენებინა შაპიტოს კლოუნებს”-, წერს ნაცვლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები