ევროკავშირი უკრაინულ საქონელზე საბაჟო გადასახადებს აღადგენს

ევროკომისიის წარმომადგენელმა, ბალაშ უვარიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, არ გააგრძელოს უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უბაჟო იმპორტი, რაც ფაქტობრივად 6 ივნისიდან საბაჟო გადასახადების შემოღებას ნიშნავს.

„ევროკავშირის ქვეყნებმა გარდამავალი ზომები ხუთშაბათს გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე დაამტკიცეს“, – თქვა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა, რომლის ციტატას Euractiv-ი ავრცელებს.

2022 წელს ევროკავშირმა უკრაინიდან საქონლის უფასო, უბაჟო იმპორტი დანერგა. თუმცა, უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უკონტროლო მიწოდებისა და ევროპელ ფერმერებს შორის, განსაკუთრებით უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში, გაყიდვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ევროკომისიამ 2024 წელს შვიდ ყველაზე „მგრძნობიარე“ საქონელზე (კვერცხი, ფრინველის ხორცი, შაქარი, შვრია, სიმინდი, მარცვლეული, თაფლი) კვოტები დააწესა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ფერმერების პროტესტმა, რომლებმაც უკრაინის საზღვართან გამშვები პუნქტები დაბლოკეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები