პრეზიდენტი – 26 მაისს ოპოზიციის გეგმებზე: რამდენი თარიღი გაიარეს რომ რაღაცას აპირებდნენ, სინამდვილეში თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ ხალხი აღარ გამოდის
რამდენი თარიღი გაიარეს რომ რაღაცას აპირებდნენ, სინამდვილეში თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ ხალხი აღარ გამოდის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში 26 მაისს ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
„31 მარტს, ჩემი არჩევნების დროს რას აპირებდნენ?! რამდენი თარიღი გაიარეს რომ რაღაცას აპირებდნენ. სინამდვილეში კი არ აპირებდნენ, საზოგადოებას, (რომლებიც ჩვენ გვეძახის მონას), ის ვერ გაუთვალისწინებია, როგორ შეურაცხყოფას აყენებს ეს ხალხი [ოპოზიცია] მუდმივად ამ თარიღების გამოცხადებით და დაპირებით, რომ რაღაცას შეძლებენ. ამიტომაც არის, რომ 800 ათასი ადამიანიდან მხოლოდ 5 ათასი ადამიანი გამოდის. თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ აღარ გამოდის ეს ხალხი და იბადება კითხვა – რატომ, ვინ ატყუებს ამ ხალხს? საკუთარ თავში უნდა ჩაიხედონ და შეხედონ იმ სიყალბეს, თუ ვინ ატყუებს მათ და მერე გამობრძანდნენ“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.