ირაკლი ფარჯიანს 75 წელი შეუსრულდებოდა
ქართველ მოდერნისტ მხატვარს, ირაკლი ფარჯიანს 75 წელი შეუსრულდებოდა.
„ირაკლი ფარჯიანის განსაკუთრებულად ინდივიდუალური მხატვრული ხელწერა ქართულ ხელოვნებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
მან მგრძნობიარე, ინტელექტუალური ქვეტექსტებითა და იდუმალებით სავსე მხატვრული სამყარო შექმნა. მისი შემოქმედება მრავალფეროვანია როგორც ჟანრულად, ისე თემატურად, თუმცა მხატვრის შემოქმედებაში წამყვანი ბიბლიური თემატიკა, გერმანული ფილოსოფია და მითოლოგიაა.
მდიდარი ფერწერა, სინათლისა და სივრცის განსხვავებული კვლევა – ხელოვანმა მისთვის დამახასიათებელი საინტერესო და სრულად ახალი ესთეტიკა შემოიტანა თანამედროვე ქართულ მხატვრობაში“, – აღნიშნულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.