მიხეილ ყაველაშვილი: მართლა თუ მჯერა, რომ ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს, ანგრევს ჩვენს მიერ აშენებულ სამიათასწლოვან სახელმწიფოს, ეს არის მათ მიერ განხორციელებული აქტი და თავგანწირვა გადაიხდის, თუ არ გადაიხდის გირაოს?!
მართლა თუ მჯერა და მწამს, რომ ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს, ანგრევს ჩვენს მიერ აშენებულ სამიათასწლოვან სახელმწიფოს, ეს არის მათ მიერ განხორციელებული აქტი და თავგანწირვა გადაიხდის, თუ არ გადაიხდის [გირაოს]?! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ რას ფიქრობს იმაზე, რომ ოპოზიციის ნაწილს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაოები აქვთ შეფარდებული, გადახდას არ აპირებენ და დღეს ამის გამო ზურა ჯაფარიძე დააკავეს.
„მართლა თუ მჯერა და მწამს, რომ ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს, ანგრევს ჩვენს მიერ აშენებულ სამიათასწლოვან სახელმწიფოს, ეს არის მათ მიერ განხორციელებული აქტი და თავგანწირვა გადაიხდის, თუ არ გადაიხდის [გირაოს]?! ამით შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას. საუბრობდნენ არჩევნების გაყალბებაზე და ერთი ფაქტი ვერ მოიყვანეს. რუსეთთან ურთიერთობების საკითხშიც, სად დაინახეს რუსეთის გუბერნიად გახდომის მცდელობა?!“ – აღნიშნა ყაველაშვილმა.