ზაზა პაპუაშვილი: ფარული ჩანაწერები ჩვენი ყოფის და ეპოქის დამღაა
ფარული ჩანაწერები ჩვენი ყოფის და ეპოქის დამღაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
„ეს რაღაცნაირი მემკვიდრეობაა. ვხედავთ , რომ თითქმის არ არსებობს არანაირი საუბარი კაბინეტებში, რომელიც არ იყოს ამ ჩაწერის ფონზე, ბიზნესმენი ბიზნესმენს ესაუბრება და უწერს, პოლიტიკოსი პოლიტიკოსს ესაუბრება და ჩანაწერებია. ასეთი შიშით, კომპრომატებით იყო ქვეყნის მართვა. ახლა ეს გაბნეულია, მოდებულია, ვის აქვს, როგორ აქვს. ამით უნდათ შემოიტანონ არეულობა ჩვენს ყოფაში. ჩვენ ყველამ ერთად ისეთი გამოცდილება შევიძინეთ, ძნელია ჩვენი ასეტი ფორმით მოტყუება, ვიცით ეს რა ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული როგორ მონტაჟდება და ა.შ. აღარ გავყვები. ამის უკან რისი გაკეთებაც უნდათ, ეს არის მიუღებელი. გამოიყენო ეს ჩანაწერები არა იმიტომ, რომ რაღაც დანაშუალი აღიკვეთოს , არამედ ეს უნდათ გამოიყენონ იმისთვის, რომ ქვეყნის მოსახლეობას აურიონ გზა, ჭკუა-გონება. ეს არის დაინტერესება“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
თამუნა შეყილაძე