ვახტანგ ჭარაია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე: ძალიან ბევრ კითხვას პასუხი გაეცა

ექსპერტი ვახტანგ ჭარაია ექსპრემიერის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს აფასებს.
როგორც ჭარაია აცხადებ, მისთვის, როგორც ექსპერტისთვის, ყოფილი პრემიერის პასუხები საკმაოდ დამაკმაყოფილებელი იყო.
„მე როგორც ეკონომიკის ექსპერტი ამ კუთხით, მინდა შევხედო ყოფილი პრემიერის გუშინდელ ინტერვიუს. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრ კითხვას გასცა პასუხი. შესაძლოა, ბევრი ადამიანისთვის დარჩა კითხვები, მაგრამ მთლიანობაში, ეკონომიკურ ჭრილში რაზეც იყო საუბარი, ბიზნესთან ურთიერთობა, მისი ხელშეწყობა და ასე შემდეგ, ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის პასუხები საკმაოდ დამაკმაყოფილებელი იყო. ის, რომ ერთი ბიზნესმენი ამბობს ქვეყანაში, რომ მხოლოდ მას ატერორებენ და ყველა მის წინააღმდეგ არის განწყობილი, ეს არ შეიძლება სიმართლე იყოს და თან როდესაც ეს ბიზნესმენი ხან ტელევიზიას იშველიებს, ხან ოპოზიციას, თან ამის კარგად შეფუთვის შესაძლებლობა აქვს, ეს ქმნის გარკვეულ აჟიოტაჟს ქვეყანაში, რომლის საფუძველიც ნამდვილად არ არსებობს. ერთი და ორი ბიზნესმენი არ არსებობს ამ ქვეყანაში და მე არ გამიგია, რომ რაიმე ტიპის რეპრესიებს ჰქონდეს ადგილი ბიზნესმენების მიმართ“,- უთხრა „პირველს“ ჭარაიამ.
ვახტან ჭარაიამ საერთაშორისო გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ინდექსზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვს და ამ მხრივ, ქვეყანა ოცეულშია.
კითხვაზე აღიქვამს თუ არა ექსპერტი ზეწოლად ყოფილი პრემიერის განცხადებას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი“-ის მიმართ, ვახტანგ ჭარაიას თქმით, ის ვერ აღიქვამს განცხადებას ზეწოლად და მუქარად.
„ეს არანაირად არ იყო ზეწოლა. ჯერ ერთი, იქიდან დავიწყებ, რომ სურდეს ვინმეს აგრესიის განხორციელება ვინმეს წინააღმდეგ, ის ამას საჯაროდ და ტელევიზიით კი არ გააკეთებს, პირიქით, ფარულად გააკეთებს. ამ განცხადებას მუქარად და ზეწოლად ვერ აღვიქვამ“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები