ამირან სალუქვაძე: ბიძინა ივანიშვილის განცხადებებში “რუსთავი 2” – ზე ზეწოლა არ დამინახავს

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებში, ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის მიმართ ზეწოლა არ ამოუკითხავს.
როგორც სალუქვაძემ “კვირასთან” საუბრისას განაცხადა, მოსწონთ თუ არა ხელისუფლების ოპონენტებს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული შეფასებები ეს სხვა საკითხია.

“ვისაც როგორ უნდა ისე დაინახავს, ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერმე არ მისცეს იმისი თქმის საშუალება, რასაც აპირებდა. თუმცა, ვფიქრობ, მან მაინც გასაგებად თქვა, რომ ის პიარ ჯგუფი, რომელიც ჩვენ შევქმენით შეძლებს “რუსთავი 2” – ის მიერ შექმნილი საინფორმაციო სურათის შეცვლასო – ეს იყო მისი მთავარი სათქმელი და თუ ერთხელ გადაახვევენ და ნახავენ ამოიკითხავენ რომ “რუსთავი 2” -ზე ზეწოლა არ ყოფილა, პირიქით, თქვა, რომ ყველას უნდა ჰქონდეს თავისი ადგილიო. ვისაც მოსწონს, არ მოსწონს მისი შეფასება ეს სხვა თემაა. სამწუხაროდ, რაღაც თემა შემოვარდება და ის იქცევა მთავარ საკითხად და ყველაფრის ისე გადატრიალება იწყება, როგორც მათ აწყობთ. იყო ერთი მინიშნება “რუსთავი ” 2-ის” მისამართით, რომ თუ განსხვავებულ აზრს არ შემოუშვებთო… თუმცა ამის საპასუხოდ ის თქვა, რომ ასე თუ არ მოხდება, თქვენ გექნებათ თქვენი სახელი და ჩვენ გვექნება ჩვენიო. ასე ყველაფერში შეიძლება ზეწოლის ნიშნები დავინახოთ, თუმცა ასეთ შეფასებას დასაბუთება უნდა”, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს “რუსთავი 2”-ზე ღია თავდასხმად აფასებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები