რუსეთი საქართველოსთან “ღია ცის” შეთანხმებას არ გააუქმებს
რუსეთი არ მოხსნის პრეტენზიებს საქართველოს მიმართ “ღია ცის” შეთანხმებასთან დაკავშირებით და საკუთარი უფლებების შესრულებას მოითხოვს ფრენებზე შეთანხმების ფარგლებში. ამის შესახებ ვენაში “ღია ცის” საკონსულტაციო კომისიის რუსული დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომლის ტექსტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
“მიღებული გადაწყვეტილება აქტიური კვოტების გავრცელებასთან დაკავშირებით თავისუფალ ფრენებზე 2019 წელს არ ექვემდებარება თბილისის მიერ უკანონოდ რუსეთისთვის თავისუფალი ფრენების შეზღუდვას, რომლის მიხედვითაც, საქართველომ შეიქმნა პრეცედენტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შერჩევით შესრულების თაობაზე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, დავუბრუნდეთ ამ საკითხს და ასევე, ვიტოვებთ უფლებას, გადავდგათ ნაბიჯები, რომ რუსეთმა, როგორც ღია ცის შეთანხმების წევრმა ქვეყანამ, აღასრულოს თავისი უფლებები. პატივცემულ პარტნიორებს არ უნდა ეგონოთ, რომ ჩვენი მოთმინების უნარი უსაზღვროა”, – აღნიშნულია განცხადებაში.