ჩუგოშვილი “რუსთავი 2”-ს: თქვენ თუ ელემენტარული მედიასტანდარტების დაცვისკენ მოწოდება, მუქარად მიგაჩნიათ, ეგ უკვე თქვენი პრობლემაა

“თქვენ თუ ელემენტარული მედიასტანდარტების დაცვისკენ მოწოდება, მუქარად მიგაჩნიათ, ეგ უკვე თქვენი პრობლემაა“, – ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა “კურიერის” შეკითხვას ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით.
ჩუგოშვილმა ინტერვიუს სხვა დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება, ნორმალური მოვლენაა ხელისუფლებისგან, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყენაში მიმდინარე მოვლენებზე.
„იყო რაღაცა აქცენტები გაკეთებული, მაგრამ პრობლემებს ვერ გამორიცხავს ვერავინ ქვეყანაში იმიტომ, რომ პრობლემები არსებობს და ბუნებრივია, რომ ხელისუფლება ყველაფერს კარგად და ნათლად ხედავს და პასუხისმგებელია ამ პრობლემებზე. ამაზე საუბარი სწორი არ არის”,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა დაისაჯოს თუ არა ოთარ ფარხცხალაძე, ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ეს გამოძიების გადასაწყვეტია.
“რაც შეეხება კონკრეტულად კითხვას, რომელიც თქვენ დამისვით ეს არის, სამართლებრივი გამოძიების საკითხი და ვერც მე ვერ დავსჯი და დავიჭერ ვერავის სამართლებრივი გამოძიება მიმდინარეობს. მან თქვა რომ განსაკუთრებული ყურადღება არის იმ თემაზე, რომელიც ეხება ფარცხალაძის თემას და ახსენა კონკრეტული რამ, პროკურორების ჩართულობა და ასე შემდეგ და ამაზე პასუხებს ჩვენ მივიღებთ ძალიან მალე”, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები