თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის და ბარალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გერგეთის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლეონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნადირაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები