ბიძინა ივანიშვილი: პაატა ბურჭულაძემ “ქართული ოცნების” მხარდაჭერისთვის 9 მილიონი აშშ დოლარი მომთხოვა

0
პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული” საქართველოს თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, მსოფლიო ბანს პაატა ბურჭულაძეს, კიდევ ერთხელ, მოუწოდებს, რომ არ იცრუოს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას პაატა ბურჭულაძემ “ქართული ოცნების” მხარდაჭერისთვის 9 მილიონი აშშ დოლარი მოსთხოვა. მან დეტალურად გაიხსენა, როგორ და რა ვითარებაში მოხდა აღნიშნული.
 
“პირველად, როდესაც პოლიტიკაში მოვდიოდით, პაატა ბურჭულაძეს შევხვდი და ეს მაშინ გაშუქდა, ეს იყო, პოლიტიკაში მოსვლის პერიოდში, მართლაც შევთავაზე “ქართული ოცნების” მხარდაჭერა და მან მიპასუხა რომ, მას სცენაზე უნდოდა დარჩენა. ამის შემდეგ, საჯაროდაც განვაცხადე, რომ მას არ სურს პოლიტიკა და მე მივესალმე იმ ფაქტს, რომ სცენაზე რჩება, ეს მადლიერებით შევაფასე და შემდეგ გამოვედი და საჯაროდ განვაცხადე, რომ პაატა ბურჭულაძეს არ სურს პოლიტიკაში ჩაბმა და მე ამას მივესალმები. ეს არის მისი მხრიდან ღირსეული და ის უნდა იყოს სცენაზე.
ამის შემდეგ, თავისივე ინიციატივით, მეუღლესთან ერთად მესტუმრა, დღეს კი მაბრალებენ, რომ ყველაფერს ვმართავ და ამ ყველაფერს არაფორმალურად ვახერხებ, მაშინ მაინც არ მქონდა არანაირი ბერკეტი, მით უმეტეს, რომ მაშინ არანაირი ბერკეტი არ მქონდა, რომ მისთვის დამერეკა. მეუღლესთან ერთად მოვიდა და მაჩვენა რომ, გარკვეული პირობების შემთვევაში, ის თანახმა იყო, ჩვენთან ერთად, ჩვენი გუნდის წევრი გამხდრაიყო. მან დაასახელა 9 მილიონი აშშ დოლარი, რაზეც ვუთხარი, რას ნიშნავს ეს. მე მივანიშნე, რომ თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ სცენაზე და პარალელურად გააგრძელოთ სცენაზე მოღვაწეობა, რაზეც უარი მითხრა, ეს ორივე ერთად მე არ შემიძლიაო, ასეთ შემთხვევაში მივანიშნე, რომ ვისაუბროთ, რაც თქვენ შეგიძლიათ, ჰონორარზე და ნახევრად ხუმრობით გადავუანგარიშე, ის აღარ იყო თავის შემოქმედების პიკზე ასაკით და შემოქმედებითაც, ასეთ შემთხვევაში შევახსენე მისი ჰონორარი. დაახლოებით 200 წელი დასჭირდება, რომ ამხელა ფული აეღო და ერთად დავითვალეთ კიდეც ორივემ, ნახევრად ხუმრობით, მილიონს ვერ გავცდით. ნუ კარგ შემთხვევაში ეს 2 მილიონი იყოს და ამით დავასრულეთ საუბარი, რომ ეს არასერიოზული იყო. რატომ 9 მილიონი, ვკითხე ხუმრობით, იქნებ 10 გეთქვა-მეთქი. მეორე დღეს მისი მეუღლე მირეკავს, ამოდის ჩემთან, ჩემდა გასაოცრად, იღებს ჩანთიდან ფურცელს, მაწვდის ანგარიშს და მეუბნება 2 მილიონს ხომ გვაძლევო ხომ დაგვიპრდითო და მე ვუთხარი არა, მე ასეთი რამ არ მითქვამს, ეს ანგარიშიც დატოვა და ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდო, იმავე საღამოს გადავურეკე და ვუთხარი: არა, ასეთი სურვილი მე არ გამაჩნია. ძალიან უხერხულია, როდესაც ახლა პირველ პირში ვსაუბრობ და მეორე სხვა რამეს ამბობს. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ მისი მეუღლე ჩემთან მეორედ მოვიდა, ეს პაატა ბურჭულაძეს აქვს ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი. ეს ყველაფერი საზოგადოებამ თვითონ განსაჯოს. საერთოდ, ბურჭულაძეს ერთ რამეს შევახსენებ, მახსოვს 2016 წელს, როდესაც ის დამოუკიდებლად შემოვიდა პოლიტიკაში, მე მას ვუთხარი, რომ არ იცრუო და მე ამას ახლაც შევახსენებ, რომ არ იცრუოს”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი