“რომ არა მაშინდელი ხელისუფლების წინდაუხედავი ქმედება, რუსეთი ვერ აიხდენდა მრავალსაუკუნოვან ოცნებას და საქართველოს ტერიტორიებს ვერ დაიპყრობდა”

გადაჭარბებით არაფერი არ უთქვამს ქალბატონ სალომეს, შეიძლება, მხოლოდ რეზოლუციაში ჩაწერილი გაიმეორა, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა “რუსთავი 2” -ის ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ეკა კვესიტაძემ განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოში 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს სარჩელზე რუსეთი საპასუხო სარჩელში სალომე ზურაბიშვილის ციტატებს იყენებს
ჟურნალისტი დაინტერესდა რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ საკითხზე.
“გადაჭარბებით არაფერი არ უთქვამს ქალბატონ სალომეს, შეიძლება, მხოლოდ ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩაწერილი გაიმეორა. ამ რეზოლუციაში გარკვევით წერია ვინ რა და როგორ გააკეთა. ჩემი და ქალბატონი სალომეს ინტერპრეტაცია აბსოლუტურ თანხვედრაშია. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ არა მაშინდელი ხელისუფლების წინდაუხედავი, თუ გინდ ღალატობრივი ქმედებაც კი, რუსეთი ვერ მოახერხებდა და ვერ აიხდენდა მრავალსაუკუნოვან ოცნებას და საქართველოს ტერიტორიებს ვერ დაიპყრობდა. სწორედ რომ სააკაშვილი, თუ გნებავთ, თქვენი მეუღლეც, შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში, თავისი გაუაზრებელი, ღალატობრივი ქმედებით მისცა საშუალება და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია”, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები