“მარიხუანას წარმოებაზე განხილვებს გავაგრძელებთ და თუ დავრწმუნდებით, რომ ეს სახიფათოა, მაშინ ხალხის წინააღმდეგ არ წავალთ”

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მარიხუანას წარმოების შესახებ კანონპროექტის მომზადების განხილვაში თავადაც მონაწილეობდა და კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულების მიმართულებით მარიხუანას წარმოებას მხარს უჭერდა.
“ზურაბ ჯაფარიძემ ამხილა რამდენი მომხმარებელი ჰყავს “ნაცმოძრაობას” და ნიკა გვარამია დაასახელა უფრო მძიმე ნარკოტიკების მომხმარებლადაც კი, ამიტომ “ნაციონალურ მოძრაობას” დღეს მორალური უფლება არ გაქვთ, რომ ამ თემით მანიპულაცია მოახდინოთ. ის, რომ საპატრიარქო ღელავს ამაზე, ჩემთვის გასაგებია, მაგრამ “ნაცმოძრაობისგან” ასეთი რეაქცია გაუგებარია.
ამ კანონპროექტზე საზოგადოების რეაქცია გავითვალისწინეთ და შევაჩერეთ მოსმენა. კანონპროექტის განხილვაში მეც ვმონაწილეობდი და მხარს ვუჭერდი მარიხუანას წარმოებას სამედიცინო და კოსმეტიკური მიმართულებით. განხილვებს გავაგრძელებთ და თუ დავრწმუნდებით, რომ ეს ხიფათის შემცველია, მაშინ ჩვენი გუნდი ვერ წავა ხალხის წინააღმდეგ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, დიდი ხიბლია, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციით მილიარდობით დოლარის ექსპორტს მოვახერხებთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები