ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას 28 ოქტომბერს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე, 28 ოქტომბერს საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს. ის დარწმუნებულია, რომ მათი მხარდაჭერილი კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს, თუმცა მეორე ტურის შემთხვევაში, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირობოდ მოიგებს.
“მინდა მივმართო საზოგადოებას, ჩვენს ყოფილ მხარდამჭერებს და იმ მხარდამჭერებს, რომლებიც კვლევის მიხედვით არ არიან ჩამოყალიბებულები, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ის არის ძალიან ღირსეული კანდიდატი და იყვნენ აქტიურები 28 ოქტომბერს. ჩვენი ბოლო კვლევებით, დიდი შანსი გვაქვს პირველივე ტურში გავიმარჯვოთ, თუმცა მეორე ტურის შემთხვევაში, კითხვის ნიშანი არ არის, რომ სალომე ზურაბიშვილი 100%-ით იმარჯვებს.
​მე აბსოლუტურად ვენდობი პარტიის შიდა კვლევებს”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები