„პოლიციის საიმედოობის რეიტინგში ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში მე-19 ადგილი დავიკავეთ“

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში საქართველოს პოლიციის მუშაობა განსაკუთრებით წარმატებულად შეაფასა. მისი თქმით, დღევანდელ პოლიციას საზოგადოება მეტად უნდა აფასებდეს.
“ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-13 პოზიციაზე მოხვდა. მაშინ როცა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს 2012 წელს, მსოფლიოში 75–ე ადგილზე და 70-ე ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოთა შორის იყო საქართველო. აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევაში მკვლელობების ნაკლებობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოვხვდით და მე-17 ადგილი დავიკავეთ. პოლიციის საიმედოობის რეიტინგში ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში მე-19 ადგილი დავიკავეთ. ხომ გახსოვთ პოლიცია როგორ დევნიდა საკუთარ მოქალაქეებს?! დღევანდელი პოლიცია, ნახეთ, გაიხსენეთ ბოლო მიტინგები, როგორ კულტურულად იქცევა, როგორ იტანენ შეურაცხყოფებს და როგორი დასაფასებელი უნდა იყოს ეს საზოგადოებისათვის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები