ბიძინა ივანიშვილი “ომეგა ჯგუფზე”: ტყუილად რას გადაიხდიდა ოქუაშვილი, ბიუჯეტში ფულს არ იხდის

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა “ომეგა ჯგუფის” საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილი ტყუილად არაფერში არ გადაიხდიდა ფულს, რადგან მას ისედაც სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება ჰქონდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოქუაშვილმა მას შემდეგ დაიწყო შანტაჟი, რაც სიგარეტების ქარხანა დაუყადაღეს და ბიუჯეტის დავალიანება 11-ჯერ გადაუვადეს.
“ოქუაშვილი გამოჩნდა მას შემდეგ, რაც დაუყადაღეს სიგარეტის ქარხანა, როდესაც 11-ჯერ გადაუვადეს გადასახადი. ამის მერე წამოვიდა შანტაჟზე, რამდენად სანდოა ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს გადასახადს არ უხდის საზოგადოებისთვის მიმინდია განსასჯელად.
ის, რომ თითქო მე ჩემს კაბინეტში 4 თითი ვაჩვენე ოქუაშვილს, რომ ფული გადაეხადა, თვითონაც ვერ ახსნა რატომ, რისთვის უნდა გადაეხადა ეს თანხა, რის საფასურად. ტყუილად რას გადაიხდიდა ოქუაშვილი, ბიუჯეტში ფულს არ იხდის”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები