ივანიშვილი თანაგუნდელებს: ნუ კეკულუცობენ, კეთილი ინებონ და პარტიის პოზიციას პატივი სცენ

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თავისი გუნდის ზოგიერთ წევრს, საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მოუწოდა, რომ პარტია “ქართული ოცნების” პოზიციას პატივი სცენ.
“მე კიდევ ერთხელ შევახსენებ გუნდის წევრებს – ზოგიერთს, აბსოლუტური უმრავლესობა დღეს დარწმუნდა, რომ სწორი პოზიცია იყო, მაგრამ თუ დარჩნენ ერთეულები, მათ კიდევ შევახსენებ, რომ ნუ კეკულუცობენ და კეთილი ინებონ და პარტიის პოზიციას პატივი სცენ, ძალიან ღირსეული კანდიდატია სალომე ზურაბიშვილი, ის ძალიან ბევრს იმსახურებს და მაქსიმალურად მხარი დაუჭირონ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან, გაერთიანებული შეხვედრის დროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები