ბიძინა ივანიშვილი: მე დავბრუნდი და ერთ წელიწადში მოვახერხებ, რომ ქვეყანამ სიცრუეში არ იცხოვროს

საქართველო მაფიოზურ სახელმწიფოთა რიცხვში შედიოდა, მაშინ, როცა თქვენი მეუღლე თანამდებობაზე იყო ქალბატონო ეკა, – ასე მიმართა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ეკა კვესიტაძეს დასმული კითხვის პასუხად და ჟურნალისტს შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინა.
“ნახეთ, დღევანდელი პოლიცია როგორ იქცევა, როგორი დამთმობია. საქართველო მაფიოზურ სახელმწიფოთა რიცხვში შედიოდა, მაშინ როცა თქვენი მეუღლე თანამდებობაზე იყო ქალბატონო ეკა, ჩვენ სწორად მოვიქეცით, სწორედ ამ მეთოდებით უნდა მოვახერხოთ ჩვენ ცვლილებები და არა სიცრუით, მე დავბრუნდი და მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს საზოგადოებაში ყველას თავისი სახელი ერქმევა და “რუსთავი 2″ ვერ მოახერხებს სიცრუეში აცხოვროს ქვეყანა. ვპირდები საზოგადოებას რომ მე ისეთ მენეჯმენტს ჩამოვაყალიბებ, სადაც მსგავსი რამეები მაქსიმუმ ერთ წელიწადში დალაგდება ქვეყანაში. დღეს ოქუაშვილი, როცა სახელმწიფოს ფულს არ იხდის, ამ ფონზე სხვა სურათი იქმნება, მე გპირდებით, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ამ ყველაფერს წერტილი დაესმება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები