ბიძინა ივანიშვილი: რაც კი აუშენებია “ნაცმოძრაობას”, მარტო მე ვაშენებ დღეს

ეკონომიკის ზრდის მიმართულებით ჩვენ რეგიონში ლიდერები ვართ. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან, გაერთიანებული შეხვედრის დროს განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” რაც კი 9 წლის განმავლობაში აუშენებია, იმდენს დღეს თავად აშენებს.
“თუ რამე კეთდებოდა და კეთდება რეგიონში ვართ ლიდერები ეკონომიკის ზრდაში. წინა ხელისუფლებასთან, სამწუხაროდ, დღესაც გვიწევს ამასთან დაკავშირებით ხაზების გავლება და დღევანდელი წინასაარჩევნო გარემოც ასეთ ვითარებაში მიმდინარეობს “ნაციონალური მოძრაობა” თუ “ქართული ოცნება”. ეკონომიკის მხრივ კი ტემპი მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი ყველა მიმართულებით, რომელიც არ უნდა დამისახელოთ. “ნაციონალების” დროს მოდელირებული იყო ყველა ტელევიზია, საზოგადოებას აჯერებდნენ, რომ საოცარი აღმშენებლობის პროცესი მიდის, მათი ლიდერი აღმაშენებელსაც კი ედრებოდა, ორჯერ მეტს ვაშენებთ ჩვენ ყველაფერს, რაც კი აუშენებია “ნაციონალურ მოძრაობას” მარტო მე ვაშენებ დღეს – გზები, ხიდები, რაც გინდათ დაასახელეთ”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები