ბიძინა ივანიშვილი: “რუსთავი 2”-ის მუშაობის მანერაა, რომ თქვენ განსხვავებულ აზრს მაყურებელს არ აჩვენებთ

“ქალბატონო ეკა იქნებ ელემენტარული კულტურა იქონიოთ და საუბარი დამაცადოთ, როდესაც მე ვიწყებ საუბარს თქვენ პარალელურად ერთვებით, კეთილი ინებეთ და მაყურებელს პატივი ეცით”, – ამ სიტყვებით მიმართა პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს ეკა კვესიტაძეს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს პარლამენტის დეპუტატის ირაკლი სესიაშვილის სამსართულიანი სახლის შესახებ შეკითხვა დაუსვა.
“მე თქვენი საუბრის მანერა უნდა ვაჩვენო მაყურებელს, ეს არის “რუსთავი 2”-ის მუშაობის მანერა, თქვენ განსხვავებულ აზრს მაყურებელს არ აჩვენებთ, თქვენ, მაყურებლის ნაწილი მძევლად გყავთ აყვანილი. ხართ დახურული ტელევიზია და სიცრუის 99 პროცენტს აჩვენებთ. ამდენი თანამდებობის პირების ქონება აჩვენეთ და არცერთს არაფერი შეეკითხეთ, ერთადერთი თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი ამოარჩიეთ, იმიტომ რომ სამსართულიანი სახლი იყო და ეს იყო სესიაშვილის სახით. ეს გინდოდათ ცალკე გამოგეტანათ. ქალბატონო ეკა, იქნებ ელემენტარული კულტურა იქონიოთ და საუბარი დამაცადოთ, როდესაც მე ვიწყებ საუბარს, თქვენ პარალელურად ერთვებით, კეთილი ინებეთ და მაყურებელს პატივი ეცით. კეთილი ინებეთ, თქვენ სესიაშვილისაც ასე ექცეოდით, მაგრამ მაინც მოახერხა იმ საცოდავმა, ისე დაღალეთ ტელევიზიაში ყვირილით, მაგრამ მაინც მოახერხა და გასაგები გააგებინა მაყურებელს” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები