გოგა კურცხალიას პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება
25 ოქტომბერს, 20:00 საათზე, IArt Gallery-ში გოგა კურცხალიას პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გოგა კურცხალია პროფესიით არქიტექტორია, იგი სხვადასხვა პროექტის ავტორი და თბილისის არქიტექტურული ბიენალეს ლაურეატია.
გოგა კურცხალია მრავალი წელი მუშაობდა თავისი პროფესიით და მხოლოდ 2 წლის წინ დაიწყო ფერწერული ტილოების შექმნა.
მის: დ.უზნაძის N13.