„იბერიას“ შენობიდან ტექნიკა “რუსთავი2”-ის მანქანით გაიტანეს – თანამშრომლები ხელფასების ანაზღაურებას ითხოვენ

ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები ხელფასებისა და კომპენსაციის ანაზღაურებას ითხოვენ. გამაფრთხილებელი აქცია თანამშრომლებმა, პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად, ტელეკომპანიის შენობასთან გამართეს.
როგორც ჟურნალისტმა, თორნიკე ხურციძემ აღნიშნა, მენეჯმენტისგან ვერ მიიღეს ზუსტი პასუხი, თუ როდის მოგვარდებოდა ტელევიზიაში ფინანსური პრობლემები.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქვეყანაში დამსაქმებელი თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას. ჩვენ ვერანაირი პასუხი მენეჯმენტისგან ვერ მივიღეთ. მზად ვიყავით, გვემუშავა, ოღონდ ტელევიზია არ დახურულიყო. გვინდოდა, გვცოდნოდა, როდის მოგვარდებოდა ფინანსური პრობლემები, თუმცა მენეჯმენტი ამაზე არ დაგვთანხმდა“, – აღნიშნა ჟურნალისტმა და აქციის მონაწილემ, თორნიკე ხურციძემ.
ტელეკომპანიის ოპერატორის, თემო დეკანოიძის ინფორმაციით კი, გუშინ “იბერიის” შენობიდან ტექნიკა “რუსთავი2”-ის მანქანით გაიტანეს.
“კი ნამდვილად ტელეკომპანიასთან რომ გამოვცხადდი, დავინახეთ “რუსთავი2″-ის მანქანა, რომელშიც ჩაალაგეს ტექნიკა, ეს იყო შტატივები, აპარატი და კიდევ რაღაცები”, – აღნიშნა თემო დეკანოიძემ.
ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლები დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები