გია ვოლსკი: ლონდონის სასამართლო საკმაოდ ავტორიტეტულია და იქ „ომეგას“ საქმესთან დაკავშირებით ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გაეცეს

“ეს ადამიანი აკეთებს ჩანაწერებს, გამოდის განცხადებებით და ბიუჯეტში თანხას არ იხდის” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის წევრი აცახდებს, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი დეზინფორმაციის გავრცელების გზით მოქმედებს.
“ლონდონის სასამართლო საკმაოდ ავტორიტეტულია და იქ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ეს ადამიანი აკეთებს ჩანაწერებს, გამოდის განცხადებებით და ბიუჯეტში თანხას არ იხდის. ის აშკარად იტყუება, როცა ამბობს, რომ არანაირი შეთავაზება კომპრომისთან დაკავშირებით არ ჰქონდა. ეს არის თაღლითობა და ხელისუფლება ვალდებულია „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გასცეს. სხვანაირად არც შეიძლება იყოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები