ეკა გიგაური თეა წულუკიანს პასუხობს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ დანიაში გამართულ ანტიკორუფციულ კონფერენციაზე მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.
შესაბამის პოსტს გიგაური ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
“არ გრცხვენია თეა, აქ ამას რომ ლაპარაკობ? ზუსტად იცი, რომ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მე ვუჩივლე თქვენ სატელიტებს. ვიცოდი, რომ თქვენგან იმართებოდნენ, მაგრამ ახლა ნამდვილად დავრწმუნდი ამაში. მუდმივად არავინაა მთავრობაში და მაინც მოგიწევთ ჩემთან მოსვლა, როდესაც თქვენი უფლებები დაირღვევა, როგორც ამას 2012 წელს აკეთებდით.
პ.ს. ბოტებს თუ არ მომიგზავნი დიდად დამავალებ”, – წერს ეკა გიგაური.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დოკუმენტებით ხელში, აცხადებდნენ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი, რომელსაც ყოფილი მმართველი პარტიის დროს მაღალი თანამდებობა ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სავარაუდოდ, მონაწილეობდა მშვიდობიანი მანიფესტების დარბევის ხელშეწყობაში 2007 წლის ნოემბერში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დანიაში გამართულ ანტიკორუფციულ კონფერენციაზე განაცხადა.
წულუკიანმა აღნიშნული განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი ონიანის გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
გიორგი ონიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი პარტია და მათ შორის თეა წულუკიანი, მათ პოლიტიკურად მიკერძოებულებს უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები