“ვიდრე ოქუაშვილის ვიდეოების 3D ვერსია არ გამოვა, პარლამენტი ამ საკითხის განხილვაში არ უნდა ჩაერთოს”

„დასრულდება რამდენიმე დღეში საარჩევნო პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ გვეწვევიან როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, მთავარი პროკურორი ამ საკითხთან დაკავშირებით”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის, ოთარ კახიძის განცხადებას.
„რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საკითხს, დასრულდება რამდენიმე დღეში საარჩევნო პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ გვეწვევიან როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, მთავარი პროკურორი ამ საკითხთან დაკავშირებით და გვექნება მოსმენის საშუალება. ოქუაშვილს რაც შეეხება, სანამ 3D ვერსია არ გამოვა, მანამდე, მგონი, პარლამენტი არ უნდა ჩაერთოს ამ საკითხების განხილვაში”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
მისივე თქმით, ბიუროს ფორმატი მუდმივად წინასაარჩევნო ბატალიებისთვისაა გამოყენებული, რაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არასწორია.
„არჩევნები რომ დასრულდება, ჯობია, რომ სხვა რეჟიმში გავაგრძელოთ ბიუროში მუშაობა, იმიტომ, რომ ბიუროს ფუნქცია არის საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობა-გადაწყვეტა. ვიყენებთ მუდმივად ბიუროს ფორმატს წინასაარჩევნო ბატალიებისთვის და მგონი არასწორი ფორმატია.
დასრულდება საარჩევნო პროცესი და ყველა საკითხს მივხედავთ, საგამოძიებო კომისიით დაწყებული და სხვა გამოძიებებით დამთავრებული”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები