“ჰაერი იქნება უფრო სუფთა” – ნინო ჩხობაძე „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტის“ პროექტს აფასებს

გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტის“ პროექტს დადებითად აფასებს.
მისი თქმით, პრემიერმა დროული კონცეფცია წარმოადგინა.
„ძალიან საინტერესო და საგულისხმო პროექტია, ერთ-ერთი მთავარი საკითხია მიწისზედა მეტროს განვითარება თბილისში და ამისთვის შემოვლითი რკინიგზის გამოყენება. მთლიანობაში, სწორი და დროული კონცეფცია შემოგვთავაზა დღეს პრემიერმა“, – აცხადებს ჩხობაძე.
ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“- ს თავმჯდომარე მიიჩნევს,რომ მნიშვნელოვანია პროექტის დაწყების დრო და ინტესნიურობა.
“დღეს იყო განხილული ტრანსპორტის საკითხები თბილისთან მიმართებაში. მთავარი თემაა ელექტრომობილების შემოყვანა და ავტოპარკის 90 %-მდე ნელ-ნელა შეცვლა. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მომგებიანია იმ თვალსაზრისით, რომ ჰაერი უფრო სუფთა იქნება. მეორე თემა რომელიც იყო მნიშვნელოვანი და უფრო დეტალური, უკავშირდება თბილისის სატრანსპორტო მაგისტრალებს. გარემოს დამცველებისთვის მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია და მხარდაჭერილი იქნება ჩვენგან”, – განაცხადა ჩხობაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები