ბრიუსელში, “საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებმა, რკინიგზაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ანგარიში წარადგინეს

ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ქვეკომიტეტის „ენერგეტიკა, გარემო, კლიმატი, ტრანსპორტი და სამოქალაქო დაცვა“ რიგით მე-4 სხდომა ჩატარდა.

მას სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები დაესწრნენ და საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ანგარიში წარადგინეს.

„საქართველოს რკინიგზის პროგრესს ევრორეგულაციებისა და დირექტივების დანერგვასთან დაკავშირებით ევროკავშირი ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებს“, – განაცხადა საქართველოს რკინიგზის კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ჯორბენაძემ.

მისი განცხადებით, ქვეკომიტეტის წევრებს წარედგინათ ანგარიში იმ 8 ნორმატიული აქტის შესახებ, რომელთა ეტაპობრივი იმპლემენტაციაც საქართველოს რკინიგზას ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაევალა.

„საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით“, – განაცხადეს ევროკომისიის წარმომადგენლებმა ბრიუსელში გამართულ სხდომაზე.

ისინი ასევე გამოთქვამენ მზაობას, რათა დაეხმარონ საქართველოს როგორც შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობით, ისე სხვადასხვა პროექტის ფარგლებში არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით.

შეგახსენებთ, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მხარემ ტრანსპორტის დარგში დირექტივებისა და რეგუალაციების დანერგვის ვალდებულება აიღო. აქედან 3 რეგულაცია და 5 დირექტივა, საერთო ჯამში კი – 8 ნორმატიული აქტი რკინიგზის სფეროს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები