ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სრული ინტეგრაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში

„განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს, ეს უნდა იყოს ჩვენთვის პრიორიტეტი – მათი სრული ინტეგრაცია განათლების სისტემაში, ზოგადად,საზოგადოებრივ ცხოვრებაში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის” სარეაბილიტაციო ცენტრ „პეგასის”მშენებლობის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე პრეზენტაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად დაესწრო.
ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოების სათანადო ინფორმირება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საზოგადოების სათანადოდ ინფორმირება ამ საკითხთან დაკავშირებით და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ამაში უნდა იყოს ჩართული როგორც ხელისუფლება, ასევე,ეკლესია, ასევე, სამოქალაქო საზოგადოება, ბიზნესი, ბავშვების მშობლები და დღეს ვნახეთ ამისი ძალიან კარგი მაგალითი. ძალიან კარგია, რომ იწყება სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა, რაც იქნებაკიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს ცენტრის მშენებლობაში გაწეული დახმარებისთვის მეგობრობის სიგელებიც გადაეცათ.
პრეზენტაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დასასულიერო პირები დაესწრნენ.
სარეაბილიტაციო ცენტრ „პეგასის” მშენებლობა 2019 წელს დაიწყება და 2026 წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები