უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა.
უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მისი მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა. მთავრობის დადგენილებით, კომისიას დაევალა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და 2018 წლის ბოლომდე დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა.
პირველ შეხვედრაზე უწყაბათაშორისი კომისიის წევრებმა კომისიის საქმიანობის და უფლებამოსილების საკითხები მიმოიხილეს. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის ინიცირების შესახებ და ამ მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კოორდინაციით სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა დაამტკიცა.
შეხვედრას ესწრებოდნენ უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და კომისიის წევრები: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური უფროსის მოადგილე გიორგი თევდორაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსის მთავარი მრჩეველი გოჩა რატიანი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ხადური, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ონოფრიშვილი.
სხდომას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები, რომლებმაც კომისიის წევრებს საკუთარი რეკომენდაციები გააცნეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები