კახა კალაძე: რა განცხადებებზე საუბრობთ, წინა ხელისუფლების დროს ტერიტორიები გვაქვს დაკარგული

„ნაციონალურ მოძრაობას“, თქვენს ტელევიზიას, თქვენს ხელმძღვანელებს არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ, ისაუბროთ ომზე”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ჟურნალისტის მიერ რუსეთის სარჩელის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„რა განცხადებებზე საუბრობთ, ქმედებებია წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული და ტერიტორიები გვაქვს დაკარგული. „ნაციონალურ მოძრაობას“, თქვენს ტელევიზიას, თქვენს ხელმძღვანელებს არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ, ისაუბროთ ომზე, იმიტომ, რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იმის, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჩვენი გმირები, მშვიდობიანი მოსახლეობა, 200- მდე სოფელი. დღეს ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის,“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის მიერ 2009 წელს შეტანილ სარჩელში სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ამოღებული ციტატებია შეტანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები