ქართველმა პარამკლავჭიდელებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს

მიმდინარე წლის 12-21 ოქტომბერს, თურქეთში, ანტალიაში, მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით, პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მსოფლიოს 58 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის, ქართველი შშმ სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას.
საქართველოს ეროვნულ შშმპ ფედერაციას წარმოადგენდნენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები: ზვიად ხაჩიძე, თემურ დადიანი და აბესალომ ბუკია.
პირველად ქართული პარამკლავჭიდის ისტორიაში, საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა.
“ვულოცავთ ქართველ სპორტსმენებს და საქართველოს შშმპ მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციას ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ”,- აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები