თბილისის მოსახლეობის ნაწილს გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
„თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, შეშელიძის (ნაწილობრივ), ფეიქრების (ნაწილობრივ) და წყალსადენის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს;
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს;
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და კახიძის ქუჩის მცხოვრებლებს;
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კალოუბნის ქუჩის მცხოვრებლებს;
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00, საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კასპის, დოესის, ზურაბიშვილის, კობარეთის, ნოსირის, უბილავას, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, წინანდლის, ტვიშის, მესხეთის, მთისძირის, უშაკოვის, ჩეხოვის, ისნის, ფერიცვალების, მეტეხის და რუისის ქუჩების მცხოვრებლებს;
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და ჩაჩავას (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.