ეკა ბესელიამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საპარლამენტო ზედამხედველობაზე ისაუბრა (ფოტოკოლაჟი)

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ ერთობლივად ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა. შეხვედრის თემას წარმოადგენდა: “ეფექტური საპარლამენტო კონტროლი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე”.

როგორც “კვირას” პარლამენტიდან აცნობეს,ეკა ბესელიამ ისაუბრა საპარლამენტო ზედამხედველობის პრაქტიკისა და გამოწვევების შესახებ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე, მიმოიხილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის რეკომენდაციები და სამომავლო ნაბიჯები.

2016 წელს ეკა ბესელიამ მოამზადა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ცვლილებით შეიქმნა პარლამენტის ზედამხედველობის მექანიზმი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის კუთხით.

შეხვედრა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის – „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება” – ფარგლებში, ბორჯომში გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის, იუსტიციის სამინისტროს, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები