დიდუბის რაიონში წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა აკაკი წერეთლის გამზირზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
როგორც “კვირას” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, სამუშაოების ფარგლებში, დაზიანებული მილების დემონტაჟი უკვე განხორციელდა. 350 გრძივ მეტრზე სანიაღვრე და წყალარინების ქსელი ეწყობა. ასევე, მოეწყობა 200 მმ-იანი წყალარინებისა და 300 მმ-იანი სანიაღვრე გოფრირებული მილები.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, აკაკი წერეთლის გამზირის N67, 69, 71, 73ა-სა და 73 ბ-ში მცხოვრები მოსახლეობისთვის მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება, რადგან უხვი ნალექების დროს, აღნიშნულ მისამართზე მდებარე სადარბაზოები მუდმივად იტბორებოდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც თვის ბოლომდე დასრულდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენ ეს გრუპი“ ახორციელებს. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების შემდგომ, დიდუბის რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები