ილია მეორე: ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა სიმართლე და სიყალბე ექიშპებიან ერთმანეთს

“ურჯულოება ბოროტისაგან არის და ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, ჩვენ რას მივიღებთ სიმართლეს თუ ურჯულოებას”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა სიმართლე და სიყალბე ექიშპებიან ერთმანეთს. ადამიანს უჭირს გაიგოს, სად არის სიმართლე და სად არის სიყალბე. მაგრამ ადამიანმა უნდა გაიგოს, წმინდა პავლე მოციქული ამბობს: “შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება” – აი, ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ.

სიმართლე ღვთისაგან მოდის. ღმერთი აძლევს გაგებას სიმართლისა. ურჯულოება ბოროტისაგან არის და ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, ჩვენ რას მივიღებთ – სიმართლეს თუ ურჯულოებას.

ღმერთმა ინებოს, რომ განიწმინდოს ჩვენი გონება, ჩვენი გული. ყველაფერში გულის სიწმინდე უნდა გქონდეს ადამიანს. არ უნდა იყოს ისე, რომ ერთი თქვას, მეორეს ფიქრობდეს და მესამეს აკეთებდეს.

შევთხოვ უფალს, რომ ყველანი დაგვაჯილდოოს გულის სიწმინდით“,- განაცხადა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები