სასამართლომ გრიგოლ ვაშაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სარჩელი, რომლითაც ის საარჩევნო ბიულეტენში “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატად მითითებას ითხოვდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ოპოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ საქალაქო სასამართლოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ცესკო-ს გადაწყვეტილებით, გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მიიღებს. ოპოზიცია ითხოვს, ბიულეტენში „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად, “გაერთიანებული ოპოზიცია” მიეთითოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები