ბრიტანეთმა მსოფლიოში ყველაზე დიდი პრემია დააწესა

დიდ ბრიტანეთში თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო პრობლემის გადასაწყვეტად კონკურსი იხსნება. გამარჯვებულს 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს ჰპირდებიან. თუ რა არის თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე სერიოზული გამოწვევა, რომელიც კაცობრიობის წინაშე დგას, ეს 25 ივნისს ჩატარებული ღია ხმის მიცემით განისაზღვრება.
დღეს ექსპერტების მიერ გადარჩეული, 6 პრობლემისგან შემდგარი სია კონკურსის ხელმძღვანელებს წარედგინება . სიაში სხვა პრობლემებთან ერთად მოხვდა მსოფლიოს შიმშილი და ზღვის წყლების დაბინძურების თავიდან აცილების სისტემის შექმნა. პრემიების კურატორის ჯეფ მალგენის თქმით, კონკურსის გამარჯვებულის განსაზღვრას რამდენიმე წელი დასჭირდება. სპეციალური კომისია წარმოდგენილი გამოგონებების შეფასების სპეციალურ კრიტერიუმებს შექმნის.
კონკურსის იდეა ერთ პრემიას უკავშირდება,რომელიც 1714 წელს იორკშირელ მესაათეს ჯონ გარისონუს მიანიჭეს. მისი ქრონომეტრის საშუალებით მეზღვაურებს პირველად მიეცათ საშუალება, ზუსტად განესაზრვრათ ზღვაში თავიანთი მდებარეობა. თავისი გამოგონებისთვის გარისონმა 20 ათასი ფუნტის პრემია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები