რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა – ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

რუსთავში, ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 12 ადამიანია დაშავებული, მათ შორის, ერთ-ერთი დაშავებულის, 9 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოჰყავთ.
რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, ისინი რუსთავის ორ საავადმყოფოში იმყოფებიან. მათ ამ დროისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. აფეთქების შედეგად, სამ საცხოვრებელ კორპუსში ფანჯრების მინებია დაზიანებული, რის გამოც, უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობა კორპუსებიდან ევაკუირებულია.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები