ყვარელში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები დააზიანეს

ყვარელში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები დააზიანეს. პლაკატების ერთი ნაწილი ჩამოხსნილია, ნაწილი კი წითელი საღებავითაა შეღებელი და მასზე წარწერებია დატოვებული.
მომხდარ ფაქტს “ქართული ოცნების” ყვარლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი – როსტომ სესიაშვილი ადასტურებს. მისი თქმით, დაზიანებული საარჩევნო პლაკატები დღეს დილით შენიშნეს. სესიაშვილი ეჭვობს, რომ პლაკატები მმართველი გუნდის ოპონენტებმა დააზიანეს.

ფოტო: ტელეკომპანია “იმედი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები