“გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი” მცხეთის საბავშვო ბაღებში ტრენინგებს ატარებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი” სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ბაღების აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის ტრენინგებს ატარებს.
შეხვედრის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა მიმართა.
როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, სახელმძღვანელო – “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” , რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დაინერგება, სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა და ასაკისათვის შესაფერის, თეორიულ მასალასთან ერთად, დიდი რაოდენობით პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს, სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: · ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო; წყლისა და ენერგიის დაზოგვა; ნარჩენების მართვა.
სახელმძღვანელოს გასაცნობად და მასში ასახული თეორიული და პრაქტიკული მასალის სწორი მიწოდებისთვის, ცენტრმა მცხეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მეთოდისტები გადაამზადა. სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისისა და კახეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში, ტრენინგები ჩაუტარდა საბავშვო ბაგა-ბაღების 412 მეთოდისტსა და აღმზრდელს.
2019 წლის ბოლომდე, “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები